10 რამ, რაც ყველა გოგონას მამამ უნდა იცოდეს

10 რამ, რაც ყველა გოგონას მამამ უნდა იცოდეს

4 ქალიშვილის მამა ვარ და არ დაგიმალავთ, ხშირად მესმის ჩემი მისამართით: "რა გეშველება, ეგენი რომ წამოიზრდებიან", "საშინელებაა, სულ ქალებით ხარ გარშემორტყმული", "რა დააშავე ასეთი" და მსგავსი სისულეები. მართალი გითხრათ, რატომღაც არ მწყინს და პირიქით, მეცოდებიან, ასე ვინც ფიქრობენ.

ადრე ხომ ვერც წარმოვიდგენდი, რამხელა ბედნიერებაა 4 ქალიშვილის მამობა. ჩვენს ოჯახში სულ სიამტკბილობაა და სიტყვა "მიყვარხარ" ყველაზე ხშირად ისმის. ვერ ვიტყვი, რომ სუპერ-მამა ვარ, მაგრამ ეს 10 რამ, რაც ჩემი ქალიშვილების წყალობით აღმოვაჩინე, ჩემი აზრით, ყველა მამამ უნდა იცოდეს, ვისაც გოგონა ჰყავს.

1. მას უნდა, რომ ძალიან უყვარდეს ვინმეს

იმაზე მეტს, ვიდრე სიყვარულია, მას ვერც აჩუქებ, ვერც ასწავლი, ვერც გაუკეთებ. შენზე უკეთესად მამის როლს მსოფლიოში ვერც ერთი საუკეთესო მსახიობიც ვერ შეასრულებს. შენი გოგონა ბევრჯერ გაგიცრუებს იმედს, შეცდომებსაც დაუშვებს და შეიძლება ზურგიც გაქციოს, მაგრამ არ დაუშვა, რომ წუთით მაინც შეეპაროს ეჭვის შენს სიყვარულსა და თანადგომაში.

2. შენზეა დამოკიდებული, როგორ მამაკაცს აირჩევს ცხოვრებაში

გგონია, მის პირად ცხოვრებაში ჩარევა არ შეგიძლია? შეგიძლია, ოღონდ ირიბად. შენ იმ კაცის ტიპაჟი ხარ, ვისაც ის ცხოვრების მეგზურად აირჩევს, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი შანსი არსებობს. ჩემი მესამე ქალიშვილი 3 წლის ასკში მეხვეწებოდა, ცოლად შემირთეო, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ცოლად მისი საყვარელი დედიკო მყავდა.

3. მოუსმინე, რასაც ის უსმენს

სულაც არ ვგიჟდები ისეთ მუსიკაზე, რაც მათ მოსწონთ, მაგრამ როცა ერთად ვართ, ეს მუსიკაც გამოდგება.

4. აკვირდება, როგორ ექცევი დედამისს

თუ ჩემი რჩევების გაზიარებას არ აპირებ, ეს ერთი პუნქტი მაინც შეასრულე - გიყვარდეს მათი დედა, ამაზე უკეთესს გოგონებს ვერაფერს გაუკეთებ. ბავშვზე ყველა გიჟდება, მაგრამ ღირსეული ქმრობა მართლა რჩეულების ხვედრია.

5. არ დაუშვა, რომ დაგშორდეს

ჩვენი უფროსი გოგო უკვე 11 წლისაა, ჯერ ის საშინელი მოზარდობის პერიოდი არ გაგვივლია, თუმცა მზად ვართ. ამ კრიტიკულ ასაკში მის გვერდით უნდა იყოთ, ამ დროს ძალიან ბევრი მამა-შვილი ემოციურ კავშირს წყვეტს ერთმანეთთან. ეცადეთ, ეს არ დაგემართოთ.

6. აიყოლიე და სპორტით დააინტერესე

ჩემი გოგოები ნამდვილი ვაჟკაცები არიან. გაპრანჭვა უყვართ, მაგრამ აზიდვების გაკეთებაც შეუძლიათ. ისეთი გოგონები უნდა გაზარდოთ, რომ ბიჭები ადვილად ვერ მოერიონ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს