ჩემმა დამ 13 წელი უნდა იმუშაოს, რომ თქვენი ერთი წლის შემოსავალი მიიღოს - ირმა ნადირაშვილი "ოცნების" დასაქმებული ნათესავების ახალ სიას აანონსებს

ჩემმა დამ 13 წელი უნდა იმუშაოს, რომ თქვენი ერთი წლის შემოსავალი მიიღოს - ირმა ნადირაშვილი "ოცნების" დასაქმებული ნათესავების ახალ სიას აანონსებს

თამაზ თამაზაშვილის დის შვილის, ზვიად ჯანყარაშვილის შენახვა 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტს 130 603 ლარი დაუჯდა, - ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ ნადირაშვილის დის სახელფასო განაკვეთით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

ცნობისთვის, ნადირაშვილის ერთი და საკრებულოს წევრი და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელია, მეორე და კი რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომელია.

"გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ ჩემი დის სახელფასო განაკვეთი გამოითხოვეს:))

ჯანყარაშვილო: ჩემმა დამ ერთ წელიწადში 10 000 ლარი მიიღო, უფრო ცოტა, ვიდრე თქვენ ერთ თვეში იღებთ. მან 13 წელი უნდა იმუშაოს, რომ 130 000 ლარი მიიღოს, თქვენი ერთი წლის შემოსავალი.

პენსიონერს 130 000 ლარის მისაღებად 72 წელი სჭირდება.

p.s. ჰაკიმ: ორშაბათს თქვენი დასაქმებული ნათესავების ახალი სიის პრეზენტაციას ვაპირებ. მხიარულ weekend-ს გისურვებთ:)))", - წერს ნადირაშვილის სოციალურ ქსელში.

როგორც ნადირაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ ყოფილა არცერთი თვე, ზვიად ჯანყარაშვილს 10 000 ლარზე ნაკლები ხელფასი აეღოს.

"სულ, 1 წლის განმავლობაში თამაზ თამაზაშვილის დის შვილის შენახვა ბიუჯეტს დაუჯდა 130 603 ლარი. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გარღვეულია, როდესაც იღებენ ძალიან ძვირ ვალს იმისთვის, რომ სოციალური ვალდებულებები შეასრულონ. საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი, რომ ზვიად ჯანყარაშვილის ოჯახის ყველა წევრმა 2013 წლიდან მუშაობა დაიწყო საჯარო სამსახურში. ყველა ადამიანმა, ვინც ეძებს სამსახურს, უნდა იცოდეს, რომ სამსახურს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებს, რადგან საქართველოს მართავს თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კლანი და სამუშაო ადგილებიც და მაღალი ხელფასიც არის მათთვის", - განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის აღმასრულებელი მდივანი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი გახდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს