ჩემი შვილიშვილები უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას მოუსმენენ, ვიდრე ნინი ბადურაშვილი მღერის - ნინუკა ფორჩხიძე

ჩემი შვილიშვილები უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას მოუსმენენ, ვიდრე ნინი ბადურაშვილი მღერის - ნინუკა ფორჩხიძე

"მე ვერ ჩავიდოდი იმიტომ, რომ ჩემი შავი მთავრე რუსეთშია" - ასე უპასუხა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ინგა გრიგოლიას კითხვას, წავიდოდა თუ არა ის მოსკოვში გამართულ თბილისობაზე.

ჯოხაძის პასუხმა "რეაქციის" წამყვანის უკმაყოფილება გამოიწვია და სტუმარს სერიოზული შეფასებისკენ მოუწოდა.

აქ იმდენი საოცრება ითქვა, ცოტა უნდა განვმუხტო სიტუაცია, აღნიშნა ჯოხაძემ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი რაც მოსკოვში გამართულ თბილისობასთან დაკავშირებით ხდება, არის ჩვეულებრივი დემაგოგია.

გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა, ნინუკა ფორჩხიძემ აღნიშნა, რომ იმ მომღერლების მოსაზრებას, რომლებიც იმყოფებოდნენ მოსკოვში გამართულ თბილისობაზე პოლიტიკურად ღირებულად არ თვლის.

"თქვენ შეიძლება ლელა წურწუმიას არ თვლიდეთ ღირებულად, მაგრამ თქვენი შვილიშვილები ლელა წურწუმიას ვარსკვლავზე გაივლიან ფილარმონიის წინ",- შენიშნა, ანრი ჯოხაძემ.

"დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიშვილები უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას მოუსმენენ, ვიდრე ნინი ბადურაშვილი მღერის," - უპასუხა შენიშვნას ნინუკა ფორჩხიძემ.

ასევე ნახეთ:

"პუტინი ნომერ პირველი ლიდერია მსოფლიოში" - მიხეილ ხუბუტია

"ჩემი პასუხი კომპთან მჯდომ პატრიოტებს" - მამულიჩა მოსკოვურ "თბილისობასა" და სააკაშვილი-ხუბუტიას მეგობრობაზე

ცნობილების მწვავე შეფასებები მოსკოვურ თბილისობაზე ქართველი მომღერლების გამოსვლასთან დაკავშირებით

ერეკლე დეისაძემ პირდაპირ ეთერში პუტინს შეაგინა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია