"პორნოები გაუშვი ხოლმე თუ მარტო ინტერესზე და რეიტინგზე მიდგა საქმე" - გამოხმაურება ინგა გრიგოლიას გადაცემას

"პორნოები გაუშვი ხოლმე თუ მარტო ინტერესზე და რეიტინგზე მიდგა საქმე" - გამოხმაურება ინგა გრიგოლიას გადაცემას

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლაშა ქავთარაძე ინგა გრიგოლიას ფეისბუქის პირად გვერდზე მიმართავს.

"ძვირფასო ინგა, როგორ ხარ?

ვიცი რომ კრიზისების დროს მონასტერში დარბიხარ ხოლმე, დეპრესიასთან გასამკლავებლად, მაგრამ იცი რომ ქობულეთში მუსლიმ მოსწავლეებს პანსიონი დაუხურეს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ადგილობრივ, ღორის მკვლელ მართლმადიდებლებს თურქ-სელჩუკების ქიმერები ელადნებათ?

იცი, რომ დედოფლისწყაროში 14 წლის გოგო გააუპატიურეს და ღმერთმა უწყის ეს რიგირთ მერამდენე მცირეწლოვანია?

იცი მერამდენე ადამიანმა მოიკლა თავი მეტროში და რომ მიზეზები მხოლოდ პერსონალური არ არის?

იცი, კარდიოლოგიურ ინსტიტუტში მცხოვრებ ადამიანებს სული რომ სძვრებათ შიმშილით და ახლა ალბათ უკვე სიცივითაც?

იცი, მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენი გადასახადებიდან ყოველწლიურად 29 მლნ ლარამდე რო შესდის და ამ ფულით მულტირობოტუნებს და მოოქროვილ საზეთისხილეებს რომ ყიდულობს?

იცი, ქალაქის მერია მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს თბილისობაზე მწვადის საჭმელად და ბაჟეში თავის ჩასაყოფად?

იცი, ტყიბულში და ჭიათურაში ყოველდღე მუშები რო იხოცებიან და ზიანდებიან, დღეში ორ ნაჭერ პურზე გადადიან და ხელფასი დაახლოებით შენი ხელფასის ერთი მეოცედი აქვთ?

იცი, საქართველოში ბავშვები რომ არიან ჩართულები იძულებით მათხოვრობაში და მთავრობიდან მოყოლებული ჟურნალისტებით დამთავრებული ყველას რო ფეხებზე კიდია ამ ბავშვების მომავალი?

იცი განათლების სისტემას დედა რო არ ყავს და მინისტრად რო თამარ სანიკიძე გვყავს?

და ის თუ იცი, როგორ ყლეზე გვკიდია ვინ სად იმღერა, რატო იმღერა, რა იმღერა, ვის გაეთამაშა, იმისმა ქმარმა ფეისბუქზე რა დაპოსტა და მერე დათო ოქიტაშვილმა რა უპასუხა, მამულიჩა კუჭში როგორ გავიდა, ლელამ შეაწოდა თუ არა ქაღალდი და ა.შ.?

ის კი გეცოდინება, რომ სამწუხაროდ ძალიან მაღალრეიტინგული ხარ და სწორედ ეგეთი რეიტინგული მედიების ხელშია ხშირად ბევრი ადამიანის ბედი. ისიც იცოდე რო სრულად ვცემ პატივს შენს დამოუკიდებლობას და ჭკუას კი არ გასწავლი, უბრალოდ თხოვნა იქნება ნუ შეგვაწუხე ამ შენი ყველაზე ცხარე დისკუსიებით. ხალხი რომ გიყურებს იმას კი არ ნიშნავს რომ მოწონხარ, იმას ნიშნავს რომ სხვები შენზე კიდე უფრო ცუდ მედიაპროდუქტს სთავაზობენ ტელევიზიიდან.

არ დამიწყო ახლა ეს თემა პოპულარულია, ხალხის ინტერესი არის და ბლა ბლა ბლა. პორნოსაიტების გუგლ ანალიტიკსი რო ნახო ალბათ შურით გასკდები იმათ როგორი რეიტინგი აქვთ. ადექი და პორნოები გაუშვი ხოლმე თუ მარტო ინტერესზე და რეიტინგზე მიდგა საქმე.

გამარჯობა", - წერს ქავთარაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს