შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახი ხის მოჭრისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს

 შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახი ხის მოჭრისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი, ხის მოჭრისთვის გარემოს დაცვის ინსპექციამ 2 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც რადიო "ჰერთთან" საუბარში ოჯახის უფროსი მურმან ბერიძე ამბობს, ხე, რომელიც სახლის მიმდებარედ მოჭრა, უნდა გაეყიდა და შვილისთვის წამალი ეყიდა.

ოჯახის მცირეწლოვანი შვილი, ბერიძის განცხადებით, მუდმივ მკურნალობას საჭიროებს, რისი საშუალებაც მათ აღარ აქვთ. უფრო მეტიც, ბერიძეებს ბავშვების გამოკვებაც უჭირთ და როგორც თავად ამბობენ, შიმშილის ზღვარზე არიან.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა