როგორ უნდა მოიცილოთ სვირინგი - ყველაზე საიმედო ხერხები

როგორ უნდა მოიცილოთ სვირინგი - ყველაზე საიმედო ხერხები

სხვადასხვა ფორმის ტატუ ახალგაზრდებს შორის აქტუალობას არ კარგავს. თუმცა მოდის დრო, როცა დიდი ჟინითა და გატაცებით გაკეთებული სვირინგი ადამიანს ბეზრდება. შესაბამისად, დღის წესრიგში მისი მოშორების საკითხიც დგება. შესაძლებელია თუ არა რეალურად სვირინგის მოშორება და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის?

ახალგაზრდებს შორის არაერთი "რეცეპტია" გავრცელებული, თუ როგორ გამოდევნონ კანიდან სვირინგი სახლის პირობებში. მაგალითად, იოდის მეშვეობით. სინამდვილეში ეს მეთოდი არამარტო დროის ფუჭი ხარჯვაა, არამედ თქვენს სვირინგს საშინელ წითელ ნაიარევადაც აქცევს. ამას თან მოჰყვება კანის გაღიზიანება და მისგან გამოწვეული პრობლემები.

ასე რომ, თუ უკვე გადაწყვიტეთ სვირინგის მოშორება, სპეციალისტს უნდა მიაკითხოთ, რომელიც პროცედურის შესაფერის ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ძირითადი მეთოდი, რითაც კანზე ნახატის მოშორება შეიძლება, ე.წ. "კამუპლაჟის" ეფექტია. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ძვირადღირებული პროცედურა არ გახლავთ. აი, რას გულისხმობს ეს პროცედურა: კანის ზედაპირზე არსებული ნახატის კონტურებში იგივე ნახატს იმეორებენ, ოღონდ კანის ფერის საღებავით. ამ მეთოდის მთავარი ნაკლი ის არის, რომ მტკივნეულია და თან სრულად გაუფერულება მაინც ვერ ხერხდება.

გაცილებით ეფექტურია ლაზერული მეთოდი და კანის გაპრიალება - ეს ორი მეთოდი ტატუს სრულ "წაშლას" გულისხმობს, თანაც ისე, რომ ნაიარევიც არ რჩება.

გაითვალისწინეთ, რომ სვირინგის "წაშლის" მეთოდები ყოველასთვის არ არის რეკომენდებული. ამ პროცედურებისგან თავი უნდა შეიკავონ ინფექციური დაავადებების მქონე პირებმა, ეპილეფსიით დაავადებულებმა, ონკოლოგიურმა პაციენტებმა, ფეხმძიმეებმა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონე პირებმა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს