13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ მოინდომებთ, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა პარტნიორებთან, კომპანიონებთან და ერთად, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროექტების განხილვას, დაწყებას შეძლებთ.

კურო

"თავით" უნდა გადაეშვათ სამსახურის საქმეებში. მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. აი, რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამისთვის დღეს დრო არ დაგრჩებათ.

ტყუპი

კარგი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ, მეტად დიპლომატიური იყოთ და ის, რასაც ადრე პირდაპირ გამოჰკითხავდით, შეპარვით, დელიკატურად გამოიძიოთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა ახალი საქმეებისთვის პარტნიორების, ფინანსების მოსაძიებლად. მაქსიმალურად გააქტიურდით და დღეს დასასრულებელ საქმეებს სამომავლოდ ნუ გადადებთ.

ლომი

დღეს თქვენს სიტყვას დიდი ძალა ექნება. ამიტომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. აგრეთვე კარგი დღეა დოკუმენტებზე სამუშაოდ, აქტების შესადგენად. იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.

ქალწული

სამუშაო კვირის დაწყების მიუხედავად, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვისაც მოიცლით. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.

სასწორი

საქმეების მოსაგვარებლად ენერგიაც საკმარისი გაქვთ და ძალებიც. შეიძლება ზოგიერთ საკითხში მარტოს გაგიჭირდეთ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ მეგობრებისა და ახლობლების რჩევას ყურადღება მიაქციეთ.

მორიელი

კარგი დღეა ყიდვის, გაყიდვისა და გაცვლისთვის. თუ ნივთი მოგწონთ, მის ფასს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუმცა, ისეთი ნივთი შეარჩიეთ, რომელიც ვიზუალურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და გამოსადეგარიც იქნება.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს