რატომ არ დახვდა სტუმრად ჩასულ პრეზიდენტს კახეთის გუბერნატორი

რატომ არ დახვდა სტუმრად ჩასულ პრეზიდენტს კახეთის გუბერნატორი

11 ოქტომბერს თელავში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად დაესწრო. პრეზიდენტს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი არ დახვდა. გუბერნატორის განმარტებით, მას პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

"პრეზიდენტის პროტოკოლი არ შეგვხმიანებია, არ შეუთანხმებიათ ჩვენთან, რომ ბატონი პრეზიდენტი მობრძანდებოდა. რომ გვცოდნოდა, რა თქმაუნდა დიდი სიამოვნებით დავხვდებოდი და მასპინძლობას გავუწევდი. პრემიერ-მინისტრი, ან სხვა ოფიციალური პირები თუ ჩამოდიან, ყველა სამსახურის პროტოკოლი გვაყენებს საქმის კურსში და დელეგაციას ვხვდები" , - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირაკლი შიოლაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა