"თუ პაწა კაი ვაკელ ყრმას "მესტნი" ინტელიგენციამ მხარი დაუჭირა და უკანონობა დაგმო, დასაძრახია?" - ლალი მოროშკინა თენგიზ ერისთავის საქმეზე

"თუ პაწა კაი ვაკელ ყრმას "მესტნი" ინტელიგენციამ მხარი დაუჭირა და უკანონობა დაგმო, დასაძრახია?" - ლალი მოროშკინა თენგიზ ერისთავის საქმეზე

სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი, პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე გამოძიების დაწყების ფაქტს ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, თენგიზ ერისთავი სამართალდამცველებმა 16 სექტემბერს დააკავეს. ოჯახის წევრებისა და ახლობლების მტკიცებით, მას პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო. ეს ბრალდება სხვადასხვა პოლიტიკურმა ფიგურებმაც გაიმეორეს. თენგიზ ერისთავის გათავისუფლების მოთხოვნით ვაკეში, მრგვალ ბაღთან აქციაც გაიმართა. თენგიზ ერისთავი ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარი იყო.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო....

"არა, აშკარად "ვაკე" გასცდა ზოგადსაკაცობრიო მცნებას და რაღაც ზეგალაქტიკურ, ზეგერადმოარსულ, ზეპურსაზოგადოებრივ მცნებად ჩაიღვენთა მავანთა მრწამში...

რა დავაშავეთ ასეთ რა????

- ჩამობრძანდებით და აგერ აქ, ჩვენთან "ახლოში" ეძებთ ბინებს და ოფისებს -კი ბატონო სტუმარი ღვთისაა!

- იტალიური, ფრანგული და იაპონური რესტორნებით შეგვივსეთ "ნესტიანი პადვლები"-კი ბატონო...

- ელჩები მხოლოდ "ვეიკის უბანს" ეტანებიან, -"ველკამ!"

- გაეროც აგერ არის, ელიტარული სალონიც, ყვავილების "ფეშენ" მაღაზიაც და მეოცნებე პატარა პრინციც აგერ, ჩ ვ ე ნ ს მრგვალ ბაღშია წამოსკუპებული...

მიშა გაჰკიოდა - ვაკელებს დედას გიტირებთო და ნაწილობრივ შეგვისრულა!

პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობა ციხეების ბინადართაგან სწორედაც ჩვენი რიგებიდან შეივსო...

თუ პაწა კაი ვაკელ ყრმას "მესტნი" ინტელიგენციამ მხარი დაუჭირა და უკანონობა დაგმო - მავანნი კვლავ თითს იშვერენ:

"- ჰეი, თქვენ ვაკელებო, თქენი "ვაკკომუნით" რა მაგრად უდგახართ ერთმანეთს გვერდშიო!!!"

- დასაძრახია?

- არა მისაღები და დასატირაჟებელი!!!

მინდა სრულიად საქართველო ასე ედგას ერთმანეთს გვერდში, საბურთალო ვაკეს, ვაკე ვერას, ვერა ნაძალადევს, ნაძალადევი ისანს, ისანი სოლოლაკს, სოლოლაკი გლდანს, გლდანი თემქას და ასე მერე კომლ-კომლ, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, რეგიონ-რეგიონ დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს, და თუ პირველი მაგალითი ვაკემ მოგეცით - ნუ დაგვძრახავთ - ძალიან გვეტკინა!!!

მე, ჩემდა თავად ერთი ვაკელი ლალი მოროშკინა, რომელსაც აი უკვე 10 წელია წესად მაქვს ახალციხესა თუ ბათუმში, რუსთავსა თუ გორში ლექციების კითხვა, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა, პანკისში მექა ხანგოშვილთან სტუმრობა, გალში ქალთა სამშვიდობო საბჭოსთან მუშაობა და ცხინვალში შერეული ოჯახების მონახულება, სადაც დამიძახებთ იქ მოვალ და მოვალ -"პრაპისკის" დედა არ ვატირე?", - წერს მოროშკინა.

თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება ასევე მანჩო გიორგობიანი.

"დედააა, რას მოვესწარიი )))) ))))

1. აღარ არსებობს პოლიტიკური ნება სისასტიკეზე, "ნულოვან ტოლერანტობაზე"..

2. უდანაშაულო ადამიანი შეიძლება გამართლდეს სისტემასთან (რაც არ არსებობდა, იქეთ გვსჯიდნენ)

3. პოლიციელს პასუხი მოეთხოვება გადაცდომისთვის, დანაშაულისთვის.. (რაც გამორიცხული იყო, არ არსებობდა)..

და ასეც უნდა გაგრძელდეს!...

P.S. არ დამიწყოთ ეხლა ეს ნორმალურიაო და რა გიხარიაო.... მეც ვიცი რომ ნორმალურია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამდენი წელია ამ ქვეყანაში მსგავსი არაფერი მსმენია!

კი ვიცით ნაცანალებმა რამდენი აწამეს და რამდენი ჩააბეტონეს უდანაშაულო, იმ მოწმეებსაც ზედ აყოლებდნენ!

პატიმრების რაოდენობით ვიყავით ევროპაში 1 ადგილზე, გამამართლებელი განაჩენი იყო 0,2%!", - წერს მანჩო გიორგობიანი.

იხილეთ ასევე: თენგიზ ერისთავს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

პროკურატურამ თენგიზ ერისთავის საქმეზე პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ გამოძიება დაიწყო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს