"საავადმყოფოში შვილის აცრას ვითხოვდი და ნაცნობი პოლიციელი გამოიძახეს"

"საავადმყოფოში შვილის აცრას ვითხოვდი და ნაცნობი პოლიციელი გამოიძახეს"

45 წლის ვეფხია ბალხამაშვილი, ძაღლისგან დაკბენილი 16 წლის შვილის აცრის მოთხოვნის გამო, საავადმყოფოს ფოიეში დააკავეს და დააპატიმრეს. ის საავადმყოფოს ექიმებს უხსნიდა, რომ მის შვილს კბენიდან 24 საათი უსრულდებოდა და აცრის პროცედურა გვიანდებოდა. საავადმყოფოს ექიმები კი  აცრას არ უტარებდნენ, რადგან არასრულწლოვანს პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. 

ადმინისტრატორმა გოგონამ ბალხამაშვილს საავადმყოფოს დატოვება მოსთხოვა, ხოლო უარის მიღების შემდეგ ნაცნობ პოლიციელს დაურეკა: "მომხედე, ვიღაც ბიჭია და ბუინობსო". რამდენიმე წუთში პოლიციელმა ბალხამაშვილი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით შვილის თვალწინ დააკავა. შვილი კი აუცრელი დაუტოვეს და აცრა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ჩაუტარეს.

სათვალთვალო კამერის ვიდეო-მასალაში, რომელშიც უხმო კადრებია, მხოლოდ დაკავების ფაქტი ჩანს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა