სასტიკი ძიძა ძაღლმა ამხილა - "ეს ქალი ალბათ მოკლავდა კიდეც ჩვენს შვილს"

სასტიკი ძიძა ძაღლმა ამხილა - "ეს ქალი ალბათ მოკლავდა კიდეც ჩვენს შვილს"

ძაღლი რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. 22 წლის ძიძა ალექსის ჰანმა ჩარლსტონის სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო თავდასხმასა და ცემაში.

ბენჯამინ და ჰოუპ ჯორდანებმა ეს ქალი თავიანთი შვილის – 7 თვის ფინის ძიძად შარშან აიყვანეს. როგორც ახლა ჰყვებიან, გასაუბრებაზე ჰანმა თავი ისე უჩვენათ, რომ არც მის კომპეტენციაში შეპარვიათ ეჭვი და არც იმაში, რომ ბავშვები უყვარდა.

"ვიგრძენით, რომ ალექსისი შესაფერისი ვარიანტი იყო და ბავშვები უყვარდა", - ამბობს ბენჯამინ ჯორდანი.

თუმცა ეს რწმენა დიდხანს არ გაგრძელებულა. ხუთ თვეში მას მერე, რაც ალექსისმა მუშაობა დაიწყო, ცოლ-ქმარმა შენიშნა, რომ მათი ძაღლი ბავშვის დაცვას და დამალვასაც კი ცდილობდა, როცა ჰანი მოდიოდა. "ძალიან აგრესიული იყო ჰანთან მიმართებაში და რამდენჯერმე მისი დაბმაც კი მოგვიწია, რომ არ დაეკბინა", - ჰყვება ჰოუპი.

ცხოველის ასეთი უცნაური ქცევა რომ აეხსნათ, მშობლებმა გადაწყვიტეს, ძიძისთვის თვალყური ედევნებინათ. ჰოუპის ინიციატივით, დივანის ქვეშ ტელეფონი დამალეს, რომ ჩაეწერათ, რა ხდებოდა სახლში მათი არყოფნის დროს. როდესაც ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა და ჩანაწერს მოუსმინა, შოკში ჩავარდა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს