ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს

ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს

"ქუთაისი თუდეის" ჟურნალისტი ნოდარ ჯოჯუა "ქარვასლასთან"გუშინ საღამოს სცემეს. ჟურნალისტის თქმით, მას სავაჭრო ცენტრის დაცვის წევრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჯოჯუა მობილური ტელეფონით ახალგაზრდა მამაკაცის ცემის ფაქტს იღებდა.

"შევამჩნიე "ქარვასლას" შენობაში "ვიქტორია სექიურეთის" დაცვის თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს ცემდნენ. ეს ფაქტი მობილური ტელეფონით გადავიღე. მოულოდნელად, ერთ-ერთი დაცვის თანამშრომელი მოვიდა, მობილური ტელეფონი გამომტაცა და ხელები გადამიგრიხა, გვერდებში მუშტები მირტყა და პატარა ოთახში შემიყვანა, გადაღებული ვიდეოკადრები ძალის გამოყენებით წამაშლევინეს. ადგილზე იმყოფებოდა ხუთამდე დაცვის თანამშრომელი, ისინი ინტრიგანს და მოგზავნილს მეძახდნენ", - ამბობს ნოდარ ჯოჯუა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა