ქმარმა ცოლი ცემა - 30 წლის ქალი საავადმყოფოში სისხლჩაქცევებით მოათავსეს

ქმარმა ცოლი ცემა - 30 წლის ქალი საავადმყოფოში სისხლჩაქცევებით მოათავსეს

გურჯაანში ქმარმა ცოლი ცემა. 30 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა. მას მარცხენა მხრის და ბეჭის არეში სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები აღენიშნება, თავის არეში კი ძლიერ ტკივილებს უჩივის.

"დღეს დაახლოებით 12:00 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ახალგაზრდა ქალი. დაჟეჟილობები, სისხლჩაქცევები და თავის ძლიერი ტკივილი ჰქონდა. დედა, რძალი და ოჯახის სხვა წევრები ახლდნენ თან, დედის დაჟინებული მოთხოვნით ცოტა ხნის წინ გავწერეთ საავადმყოფოდან", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს მიმღებში.

სამედიცინო ცენტრში აღნიშნეს, რომ მომხდარის შესახებ მათ პოლიციას შეატყობინეს, რადგან დაშავებული აცხადებდა, რომ ის ქმარმა ცემა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა