ვერძი
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან სასიამოვნო და საინტერესო ნაცნობობა გელით. მომავალში რომანტიკული ურთიერთობის გარდა, მასთან საქმიანი ურთიერთობაცაა მოსალოდნელი.
კურო
გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ დისკუსიაში ან საიდუმლო ინფორმაცია არ გამოგტყუოთ. აგრეთვე, მოერიდეთ უცხოებთან შეკამათებას.
ტყუპი
უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ ან გადაღლილი ხართ, ან უბრალოდ გეზარებათ მუშაობა. გარშემო მყოფები რომ არ აგიჯანყდნენ, სიტუაცია იუმორით განმუხტეთ.
კირჩხიბი
თუ საკუთრ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, იბრძოლეთ გამარჯვებამდე. გარშემო მყოფების დახმარების იმედი ნუ გექნებათ, პირიქით, მათ შეიძლება ხელიც კი შეგიშალონ.
ლომი
დასახულ მიზნებს იმაზე ადრე მიაღწევთ, ვიდრე ვარაუდობდით. თუმცა, გარშემო მყოფების დახმარების გარეშე მოქმედება გაგიძნელდებათ და ეცადეთ, გამოცდილი ადამიანები შემოიკრიბოთ.
ქალწული
საქმეების მოგვარებას მშვიდად და უღრუბლოდ ვერ შეძლებთ. მოსალოდნელია უმნიშვნელო წარუმატებლობები, მცირე კამათი და გაღიზიანება.
სასწორი
საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ, თუ სიზარმაცეს დაძლევთ. ახალ პროქტებზე მუშაობისას მაქსიმალურად მობილიზებული და ყურადღებიანი უნდა იყოთ.