ეტლით მოსარგებლე გიორგი ხაჩიაშვილის ყოველდღიურობა…

ეტლით მოსარგებლე გიორგი ხაჩიაშვილის ყოველდღიურობა…

დედოფლისწყაროში მცხოვრები 27 წლის გიორგი ხაჩიაშვილი ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მისი ყოველი დილა მშობლებთან ერთად ფუსფუსით და მათი სამსახურში გაცილებით იწყება. შემდეგ კი უბანში გასვლითა და მეზობლებთან საუბრით გრძელდება. ადამიანებთან ურთიერთობა - ეს მისი სულიერი მოთხოვნაა და მის გარეშე ერთი დღეც არ შეუძლია. მისი გული რომ ადამიანების უსაზღვრო სიყვარულს იტევს, დედოფლისწყაროში კარგად იციან.

"მიყვარს გაზეთების კითხვა და მუდმივად ვეცნობი პრესას, ყველაფრის მიმართ ყურადღებიანი ვარ, ყველა სიახლეებში გარკვეული, არცერთი დღის ახალი ინფორმაცია არ გამომრჩება, სულ ვეცნობი გაზეთებს, ტელევიზიას, ხალხი მიყვარს და მათთან ურთიერთობა!", - ძლივს წარმოსთქვამს თავის საქთმელს გიორგი.

ამბობს, რომ ადრე თავის უმცროსი და-ძმების ცხოვრებით ცხოვრობდა, მათ შეჰხაროდა, მას შემდეგ კი, რაც ისინი სტუდენტები გახდნენ, ცოტა მოიწყინა. ახლა დედის სამსახურში წასვლის შემდეგ, მასთან მომვლელი ქალბატონი მოდის, რომელიც ავარჯიშებს და ესაუბრება. ყველაზე მეტად მარტოობის შიში აქვს, ყველაზე დიდი გულისტკენა კი მისთვის სიბრალულით შეხედავაა. მოსწონს, როდესაც ისე ღირსეულად მოიკითხავენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და მის ფიზიკურ მდგომარეობას ხაზს არ გაუსვამენ.

"გიორგიმ სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში გაიარა საშუალო განათლების კურსი. ჩვეულებრივად ეტლით დაგვყვავდა ყოველდღე. თავდაპირველად სკოლაში მისვლისას იყო რაღაც გართულებები, რომლის გახსენებაც არ მინდა, თუმცა, მალე აღმოიფხვრა ამგვარი მიდგომა და გიორგი ყველამ შეიყვარა. დღეს სადაც გამოვჩნდებით, უამრავი ადამიანი კითხულობს გიორგის, რაც მას ძალიან სიამოვნებს და ბავშვივით უხარია, მერე ეს ემოცია წლები ამახსოვრდება და კარგი გრძნობით იხსენებს. თუმცა, მაინც უნდა დავძინო, რომ მიუხედავად უამრავი აგიტაციისა და ინფორმაციისა, ჩვენი საზოგადოება მაინც არაა იმისთვის მზად, რომ ასეთი შესაძლებლობების ადამიანები ყოველდღიურობაში მიიღონ" - ამბობს გიორგის დედა.

გიორგი ხაჩიაშვილი ეკლესიურია და ყოველი კვირის წირვა-ლოცვას დედასთან ერთად ესწრება. ღონისძიებებზე წასვლა და დასწრება მისი ჰობია, თუ გაიგო, რომ ვინმე ჩამოდის ან კულტურის სახლში კონცერტია, სიხარულით მიდის, უფრო სწორად, მშობლებს მიჰყავს. მისი სურვილია, ყველა ღონისძიებაზე მიიწვიონ, რომელიც რაიონის ფარგლებში იმართება, თუმცა, სამწუხაროდ თუ თავად არ გაიგო ღონისძიების შესახებ, მას არცერთი ორგანიზატორი არ იწვევს. მისი ოცნებაა ინვალიდთა ასოციაციასთან დაკავშირება და მისი წევრების გაცნობა, მთთან დამეგობრება. ამ ეტაპზე კი ყველაზე მეტად მაინც უინტერნეტობა აწუხებს. სამწუხაროდ, ინტერნეტქსელმა მის სახლამდე ჯერ ვერ მიაღწია.

"როცა ეკლესიაში მიმყავს ბავშვი, ძირითადად ფეხით მივდივართ და ეტლს მე ვმართავ, გზაში, ქუჩიდან ქუჩაზე, ტროტუარზე ან ეკლესიის შესასვლელთან, მუდმივად ვეძებ დაბალ გადასასვლელს, რომ გადავიყვანო ეტლი, ხშირად ვერ ვნახულობ ასეთ გადასასვლელს და მიწევს ეტლის აწევა, თუ ვინმეა ახლოს, მეხმარება, თუ არა და მარტო ვწვალობ. პანდუსების პრობლემა მოუგვარებელია ჩვენს რაიონში, ხშირად ხდება ისეც, რომ შენობის ეზოში შესასვლელად არის პანდუსი, მაგრამ თვით შენობის კიბეებზე გადასასვლელი ან ასავლელი პანდუსი - არა, რაც ნამდვილად გვიშლის ხელს კომფორტულად სიარულში. თუნდაც ის, რომ გიორგის ძალიან უნდოდა ინვალიდთა ასოციაციაში გაწევრიანება, გვითხრეს, რომ გამგეობის ერთ-ერთ ოთახში არსებობს ასეთი კაბინეტი, სადაც ეს ორგანიზაციაა განთავსებული, მაგრამ აქაც ანალოგიურ პრობლემას წავაწყდით, რომ დაინახა ბავშვმა, რომ არ არსებობდა შესაძლებლობა იქ ასვლისა, შეეშვა, თუმცა, ოცნება ოცნებად დარჩა. მას ძალიან უნდოდა, ამ ასოციაციის წევრი გამხდარიყო და ხანდახან ჰქონოდა გასასვლელი მიზეზი" - ამბობს გიორგის დედა.

იხილეთ ვრცლად

qiziyi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა