სახანძრო სამსახურის ავტომანქანა ავარიაში მოყვა - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

სახანძრო სამსახურის ავტომანქანა ავარიაში მოყვა - ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტომანქანა სოფელ კახათის გზაზე ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო სახანძრო სამსახურის სამმა თანამშრომელმა. ისინი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, თამაზ უბილავას განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სახანძროს ავტომობილი გამოძახებიდან ბრუნდებოდა.

"წინ მოძრავმა ავტომანქანამ გზა არ დათმო, ჩვენი ავტომობილი გადავიდა სავალი გზიდან და თხრილში ჩავარდა. თანამშრომლებს მხოლოდ მსუბუქი ნაკაწრები აქვთ, საბედნიეროდ", - განაცხადა  უბილავამ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა