63 წლის ქართლელი მამაკაცების დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე - ცემა-ტყეპა წალდით და ნიჩბით

63 წლის ქართლელი მამაკაცების დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე - ცემა-ტყეპა წალდით და ნიჩბით

"მოვიხედე უკან და დავინახე, რომ ნიჩაბს მარტყამდა, ხელი დავუხვედრე და გამეჭრა. მე ხელში წალდი მეჭირა. ეს ხელი დამიჭირა და თავისი მეორე ხელით სახეში მირტყამდა. იმდენი მოვახერხე, რომ მეც დავარტყი და მას კი თავი გაუტყდა" - შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში თანასოფლელები და ყოფილი მეგობრები, ფრიდონ ბ. და ავთანდილ ვ. (სახელები შეცვლილია - რედ), ერთმანეთს ცემაში ადანაშაულებენ.

63 წლის ფრიდონი, ამჟამად, დაზარალებულია. ბრალდებულად ცნობილი ავთანდილი კი პოლიციას ფრიდონის ბრალდებულად ცნობასაც ითხოვს. ჯერჯერობით, უცნობია, გამოიკვეთება თუ არა აღნიშნულ საქმეში, ორივე პირის ბრალეულობა და აღიარებენ თუ არა მათ დაზარალებულებად ერთდროულად.

ორივე მათგანი 1951 წელსაა დაბადებული. გორის ბაზარში ერთად მუშაობდნენ, ერთი მანქანით მოძრაობდნენ და ერთადაც ქეიფობდნენ ხოლმე. მეგობრებს შორის უთანხმოება ეჭვიანობამ გამოიწვია.

ერთ-ერთი ქეიფის შემდეგ ფრიდონმა მეუღლეს სთხოვა, რომ მისი მეგობარი კარებამდე გაეცილებინა, რადგან თვითონ საკმაოდ ნასვამი იყო.

"სტუმრის გაცილების შემდეგ ჩემი მეუღლე სახლში შეშინებული მობრუნდა. მიზეზი ვკითხე, მაგრამ არ მითხრა. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში რომ დავბრუნდი, მეუღლე, კვლავ, დაღონებული და ჩაფიქრებული დამხვდა. მითხრა: სახლის კარები კარგად ჩაკეტე, მგონი, ღამღამობით ჩვენს ეზოში ვიღაც დადის ხოლმეო. ვიფიქრე, მეუღლეს ეჩვენება მეთქი. იმ ღამეს რაღაც ხმა მომესმა, ავდექი და რას ვხედავ. ავთანდილი ჩემს სახლში შემოსულიყო შუაღამისას, ბატარეას ანათებდა და რას ეძებდა, ვერ გავიგე. შემდეგ კი ცოლმა გამიმხილა, რომ რამდენიმე დღის წინ, ავთანდილს უთქვამს, ძალიან მშრომელი ქალი ხარ და ძალიან მომწონხარო", - აცხადებს ფრიდონ ბ-შვილი.

ამის შემდეგ ფრიდონმა ავთანდილს უთხრა, რატომ აკადრა ეს სიტყვები მის მეუღლეს. ავთანდილმა უპასუხა, რომ ნასვამი იყო და მომხდარს ნანობს. ფრიდონის მეუღლეს ბოდიშიც კი მოუხადა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა