17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გაუმხელთ საკუთარ იდეებს გარშემო მყოფებს. აგრეთვე თქვენთვის შეინახეთ საიდუმლოებებიც. თუ ვინმე "დაკითხვას" მოგიწყობთ, დელიკატურად აარიდეთ პასუხებს თავი და ყველაფერი იუმორში გაატარეთ.

კურო

იღბალი საოცნებო საჩუქარს გიმზადებთ. მასზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი კარიერა და პირადი ცხოვრება. ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.

ტყუპი

მაქსიმალურად შეამცირეთ ხარჯი, თუ არ გსურთ თვის ბოლოს ჯიბეგამოცარიებული დარჩეთ. კარგი დღეა რჩევების მოსასმენად. შეიძლება ყველა რჩევა არ შეასრულოთ, მაგრამ მაინც ყურადღებით მოუსმინეთ.

კირჩხიბი

უმნიშვნელო მოგზაურობა, ქალაქგარეთ მგზავრობაც კი სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და იმ მეგობრებთანაც, რომლებთანაც წარსულში იკამათეთ.

ლომი

უცხოელი პარტნიორებისგან (ან დიდი ხნის უნახავი მეგობრებისგან) სარფიან წინადადებას მიიღებთ. პირდაპირ უარს ნუ განაცხადებთ, კარგად დაფიქრდით, რჩევა გარშემო მყოფებსაც ჰკითხეთ.

ქალწული

არ განმარტოვდეთ, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს. გააერთიანეთ საერთო ინტერესების მქონე გარშემო მყოფები და ახალი საქმიანობა, გასართობი შესთავაზეთ.

სასწორი

კარგი დღეა ყიდვა-გაყიდვისთვის, – სასურველ ნივთებსაც სარფიანად შეიძენთ და არასასურველი ნივთებისგანაც მარტივად გათავისუფლდებით.

გაიგეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს