სპორტული კლუბის "საგარეჯოს" მოფარიკავე ბექა ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

სპორტული კლუბის "საგარეჯოს" მოფარიკავე ბექა ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

სპორტული კლუბის "საგარეჯო სუპერსტარის" წევრი, ხმლით მოფარიკავე ბექა ბაზაძე მსოფლიოს თასის მორიგი ტურის, "სატელიტის" ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ლიცენზია მიიღო.

ქართველმა სპორტსმენმა ბექა ბაზაძემ ფინალის ჩათვლით 5 შეხვედრა ჩაატარა.

"ყველაზე მეტად გამიჭირდა ნახევარფინალი, სადაც თურქი სპორტსმენი იყო. ფინალში შევხვდი ქართველს, ჩემს გუნდელს. იქ იმდენად აღარ ვნერვიულობდი იმიტომ, რომ ამ ბიჭს ვიცნობ და ნაფარიკავები ვარ რამდენჯერმე. საბედნიეროდ, გავიმარჯვე", - განაცხადა ბექა ბაზაძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა