მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ

მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დილიდან ხმაური იყო. ადგილობრივი მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირება მეჩეთის ძველ შენობასთან სამშენებლო კომპანიის მუშახელის გამოჩენამ გამოიწვია.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია მოხეში იმისთვის ავიდა, რომ შენობის დემონტაჟი და ამ ადგილას კულტურის სახლის მშენებლობა დაეწყო. მუშების გამოჩენისთანავე შენობასთან მუსლიმი მრევლი შეიკრიბა და მათ მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა. მალევე სოფლის ცენტრში ადგილობრივი ქრისტიანები მივიდნენ.

ქრისტიანები აცხადებენ, რომ მუსლიმი მრევლი მშენებლებს თავს დაესხა და მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ მუსლიმები. ისინი ამბობენ, რომ მშენებლებს სთხოვეს ნგრევა შეეწყვიტათ. მშენებლებმა სოფელი მაშინვე დატოვეს.

შეკრებილი ქრისტიანები ამბობენ, რომ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას და ამ ადგილას რაიმე მუსლიმური შენობის აშენებას არ დაუშვებენ. მუსლიმები კი ირწმუნებიან, რომ შენობას სისხლის ფასად დაიცავენ და არ მისცემენ უფლებას, ამ ადგილას კულტურის სახლი ააშენონ.

შეგახსენებთ, მუსლიმები შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ, ადიგენის გამგეობაში კი განაცხადეს, რომ შენობას კულტურის სახლის სტატუსი აქვს და მისი რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა