მარტო დარჩენილი ქალის ტრაგედია - "მინდა მთელი ცხოვრება შიშით გაატაროს..."

მარტო დარჩენილი ქალის ტრაგედია - "მინდა მთელი ცხოვრება შიშით გაატაროს..."

ვის შეიძლება ენდოს სასოწარკვეთილი ქალი, ქმარს თუ მკურნალ ექიმს? როგორც ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ქალბატონი ანასტასია ამბობს, მას სწორედ იმ ადამიანებმა უღალატეს, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლე ანდო. დღეს ანასტასია მარტოა და იმედგაცრუებული, საკუთარ თავგადასავალს კი ჩვენს მკითხველს ერთადერთი მოტივით უამბობს, სხვებმა მისი შეცდომა გაითვალისწინონ, რომ მსგავსი ისტორია მათ ცხოვრებაში აღარ განმეორდეს.

- ჩვეულებრივი ოჯახი მქონდა. მეუღლე, ბავშვები, პატარ-პატარა პრობლემები და წარმატებები. ქმარი სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა, მე სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა, კიბეზე ფეხი დამიცურდა, დავგორდი და ხერხემალი დავიზიანე. ექიმებს ეშინოდათ, რომ წელს ქვემოთ შეგრძნებას დავკარგავდი, მაგრამ ძლიერი ორგანიზმი მქონდა და ფეხზე გავლა შევძელი, თუმცა ინტენსიური და ხანგრძლივი მკურნალობა აუცილებელი იყო.

- მეუღლესთან პრობლემებმა ამის შემდეგ იჩინა თავი?

- არა, ის ყოველთვის ყურადღებიანი იყო, ჩემი ავადმყოფობის შემდეგ კი უფრო მეტად გულისხმიერი გახდა, დღე ისე არ გავიდოდა, სამსახურიდან ოთხჯერ, ხუთჯერ არ დაერეკა. პატარა ბავშვივით მეფერებოდა. დამერწმუნებით, რომ ეს ავადმყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგვიანებით ჩემმა მკურნალმა ექიმმა მასაჟი დამინიშნა. კიდურებთან დაკავშირებული პრობლემები განვითარდა და მასაჟი მჭირდებოდა. ძველ მეგობარს დავუკავშირდი, ის საავადმყოფოში მუშაობდა და ვთხოვე, კარგი მასაჟისტის პოვნაში დამხმარეობდა. მეორე დღეს ჩემს საწოლთან ქერათმაინი, 30 წელს მიახლოებული მანდილოსანი იდგა და მზრუნველი გამომეტყველებით მესაუბრებოდა. ჩვენ ფასზე შევთანხმდით, ის მომდევნო ერთი თვე ყოველდღე უნდა მოსულიყო. ჩემი ქმარი მასაჟისტს სამსახურის შემდეგ მიაკითხავდა ხოლმე და შინ მოჰყავდა. ეს პროცესი თავიდან ძალიან ეზარებოდა, რადგან მთელი დღის განმავლობაში ძალიან იღლებოდა, მაგრამ თანდათან სიზარმაცე გაქრა და მეუღლეს მასაჟისტის მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუმძაფრდა.

- ეს რით ახსენით?

- რაც ხდებოდა, მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, მაგრამ იმდენად ვიყავი საკუთარ ავადმყოფობაზე ფიქრით დაკავებული და ისე ვენდობოდი საკუთარ მეუღლეს, ეჭვიანობა აზრადაც არ მომსვლია.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს