ფსიქოლოგთა რჩევები და სოციოლოგიური კვლევები კარგა ხანია მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჯერად შემოგთავაზებთ მოკლე რჩევებს მამაკაცებისთვის, რომლებიც ერთდროულად სახალისოცაა და სასარგებლოც.
1. ნუ განმარტოვდებით ქალთან სასტუმრო ნომერში, თუ მასთან რომანტიკული ღამის გატარებას არ აპირებთ.
2. ქამრის სიგრძე წელის გარშემოწერილობას 5 სანტიმეტრით უნდა აღემატებოდეს.
3. წარმატებულია ქორწინება, თუ მამაკაცი ფიქრობს, რომ კომპრომისზე არ მიდის.
4. რაც უფრო ნელი ტემპით ასრულებთ ვარჯიშებს, მით მეტი კუნთი მუშაობს. საბოლოო ჯამში, სხეულის ფორმებიც უფრო სწრაფად იკვეთება.
5. ისწავლეთ სიამოვნების მიღება ისე, რომ იგივე სხვამაც განიცადოს.
6. არასოდეს გადაიხადოთ საფასური სამუშაოსათვის, სანამ ის ბოლომდე არ შესრულდება.
7. არასოდეს მოჰყვეთ გრძელ ანეკდოტებს.
8. როგორ შეინარჩუნოთ ოჯახური იდილია? როცა ცოლი გელაპარაკებათ, ტელევიზორის ცქერას თავი დაანებეთ, მიბრუნდით მისკენ, გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ბოლო ფრაზა და დასძინეთ, რომ მის ნათქვამში არის სიმართლის მარცვალი, შემდეგ ისევ ტელევიზორს მიუბრუნდით და მშვიდად განაგრძეთ სასურველი გადაცემის ყურება.
9. პომიდორს წითელ ფერს ლიკოპენი სძენს. იგი არა მარტო ამცირებს პროსტატის განვითარების რისკს, არამედ მისი მკურნალობისათვის იდეალური საშუალებაა.