ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უჩვეულო პოზაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მის ისტორიას ყვება.
"დღეს მეგობარი მიყვებოდა, რომელიღაც გაზეთში უნახავს ამ ფოტოს მსგავსი ჩემი ფოტო წარწერით - ქალი იგი ნათია ამერიკის ელჩის წინ განა დარბაისლურად, არამედ ფამილარულად იქცეოდაო, რამდენად ფამილარულადო? რამდენად და ამდენად - აი, ასე უგვანად ბატონოო! )))))
პლანეტარული მასშტაბით ცუდიანი უნდოდათ რომ გამოვეყვანე )).
ძალიან მიყვარს სურათების ეს ტრადიცია, - კამარას ყოველი გამოფენის შემდეგ ვიღებთ ჯგუფურ ფოტოს, ვინც სახის გამოჩენას არ ერიდება და მე "ხელს ვაწერ", ავტოგრაფად ვარ ქაღალდზე გაფენილი , ეს ფორმულირება ერთი ყოფილი კამარელის მოფიქრებულია და მას მერე ტრადიციასავითაა.
რაც სპასალარის ცოლი გავხდი, გამოფენის ყველა ფოტო გავაზიარე ამის გარდა, მაგრამ აჰათ, ეგდოს ესეც. თან "ავტოგრაფი" ვარ, თან დისციპლინას ვამყარებ ))", - წერს ფსიქოლოგი.