ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: "გუბერნატორთან შეხვედრა კრიმინალურ გარჩევას ჰგავდა"

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: "გუბერნატორთან შეხვედრა კრიმინალურ გარჩევას ჰგავდა"

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე 20 ოქტომბერს ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ადიგენის გამგეობაში გაიმართა, გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძეც ესწრებოდნენ.

შეხვედრას ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძეც ესწრებოდა და როგორც ის ამბობს, გუბერნატორმა მუსლიმები დაიბარა და დაემუქრა.

"ეს არ იყო შეხვედრა, ეს იყო კრიმინალური გარჩევა. არ ვიცი, როგორ შევაფასო, შოკში ვარ. გუბერნატორი დაგვემუქრა, მაგრამ რითი და როგორ, ამაზე საუბარი არ მინდა. ვერ ვხვდები, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. მრცხვენია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ცვლილებებს მივეცი ხმა", - ამბობს ჯამბულ აბულაძე.

მისი თქმით, შეხვედრაზე გუბერნატორი მუსლიმებს ჟარგონებით ესაუბრებოდა და მათ პოზიციის დაფიქსირება არავინ აცალა. "ალბათ წარსულში "ქურდი" იყო. ისეთი ჟარგონებით ლაპარაკობდა, ვერ დავიმახსოვრე. ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ჩვენი აზრი არავის აინტერესებდა, გვითხრა, რომ მუშაობაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და მეჩეთის შენობაში კულტურის სახლს მაინც გააკეთებენ", - ამბობს ჯამბულ აბულაძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა