ჰოლივუდის ამ ვარსკვლავის ამოცნობას ვერც კი შეძლებთ

ჰოლივუდის ამ ვარსკვლავის ამოცნობას ვერც კი შეძლებთ

2010 წლის შემდეგ კინოეკრანებიდან გაუჩინარებული 45 წლის მსახიობი რენე ზელვეგერი, წლების განმავლობაში არც რაიმე დაჯილდოებაზე გამოჩენილა და არც შოუბიზნესის ვარსკვლავების თავყრილობაზე.

ორშაბათს, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რენე ELLE-ს დაჯილდოების ცერემონიალზე ბოიფრენდთან ერთად გამოჩნდა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება თავისი შეცვლილი გარეგნობით მიიპყრო. საზოგადოებამ ერთი შეხედვით, ვერც კი იცნო ცნობილი ვარსკვლავი. მისმა შეცვლილმა იერმა ჰოლივუდში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზოგიერთები ამბობენ, რომ ზელვეგერმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სრულიად დაკარგა საკუთარი სახე. 

თვითონ 45 წლის ვარსკვლავმა კი განაცხადა, რომ თავს ბედნიერად და კმაყოფილად გრძნობს და აღფრთოვანებულია იმით, რომ სხვებმაც შეამჩნიეს ეს. ხოლო პლასტიკურ ქირურგიაზე მოარულ ჭორებს მან დიდი სისულელე უწოდა.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს