გურჯაანის საავადმყოფოში 10 დღეა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ

გურჯაანის საავადმყოფოში 10 დღეა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ

გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ძაღლისგან დაკბენილ პაციენტებს ცოფის საწინააღმდეგო აცრებს ვერ უტარებენ. საავადმყოფოში ანტირაბიული ვაქცინა არ აქვთ. როგორც სამედიცინო ცენტრის მენეჯერი ნიკოლოზ ლომინაძე აცხადებს, საავადმყოფოს ვაქცინით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ამარაგებს, თუმცა უკვე 10 დღეა ანტირაბიული ვაქცინა არ მიუწოდებიათ.

"ჩვენთან მოხმარება მაღალია და საჭიროების მიხედვით შემოაქვთ ვაქცინა. ჩვენ არც ვყიდულობთ და არც შემოგვაქვს. მარაგი რაც გვქონდა, ამოვწურეთ და 10 დღეა ველოდებით, მაგრამ არ შემოუტანიათ. მხოლოდ სექტემბერში 400 ვაქცინა გაიხარჯა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნიკოლოზ ლომინაძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა