როგორც კი ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ გაიცოცხება, ბაჩო ახალაია დატოვებს საპატიმროს - ანი ნადარეიშვილი

როგორც კი  ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ გაიცოცხება, ბაჩო ახალაია დატოვებს საპატიმროს - ანი ნადარეიშვილი

ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩო ახალიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"დღეს ჰაკიმ ფაშას მონა მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა "Bugi-bugi Bugianishvili" გამოიტანა უკანონო განაჩენი ბაჩო ახალაიას საქმეზე და მას მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც ავტომატურად ამნისტიით აკლდება 1/3 და საბოლოო ჯამში ბაჩოს მიესაჯა 7 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ ეკა ბესელიას ამნისტიაზე ვაცხადებთ უარს!!! მოგეხსენებათ გუშინ რუსთავის2-ის ეთერში ბესელიამ მისდაუნებურად (უკვე მერამდენედ) წინასწარ დააანონსა, რომ ბაჩო ახალაია იყენებს მის ამნისტიას, რასაც ტყუილი ვუწოდე, ვინაიდან ბაჩო ყველა საქმეში გამართლდა და შესაბამისად მას არ ქონდა არცერთი მუხლი მისჯილი, თუმცა დღეს დადასტურდა, რომ სწორედ დღევანდელ უკანონო განაჩენზე იყო საუბარი!

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკური პატიმრისთვის რამდენ წელიწადს მიუსჯიან მას - 1,2,3,10 თუ 30-ს, ვინაიდან როგორც კი ეს რუსეთის მონა ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ გაიცოცხება ისე, როგორც მოეცოცხა, ბაჩო ახალაია უმალვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო ყველა ის ფალსიფიკატორი, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის შეთითხვნაში და შემდგომ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში, უმკაცრესად დაისჯებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, ისე, როგორც ეს მოხდა ტიმოშენკოს შემთხვევაში. ამ დროს კი სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით!" - წერს ანი ნადარეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს