ხულოს მუფტი - მუსლიმებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა უკვე ზღვარს გასცდა

ხულოს მუფტი - მუსლიმებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა უკვე ზღვარს გასცდა

ეს არის ისტორიული მეჩეთი და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დავთმოთ ეს შენობა, - ამის შესახებ ხულოს მუფტმა გურამ აბაშიძემ გუშინ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოლიციის შენობასთან განაცხადა, სადაც სოფელ მოხეში დაკავებულები არიან გადაყვანილი.

ხულოს მუფტის განცხადებით, უკვე ზღვარს გასცდა მუსლიმებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა. გურამ აბაშიძე აცხადებს, რომ მას სურვილი ჰქონდა შეხვედროდა დაკავებულებს, თუმცა პოლიციელებმა შენობაში შესვლის და დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს. მისივე თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაკავებულების უპირობო გათავისუფლება და სოფელ მოხეში არსებული ყოფილი კულტურის სახლის შენობის გადაცემა მეჩეთისთვის.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა