დუშეთის გამგეობა 43 000 ლარად ვერტმფრენის მომსახურებას ყიდულობს

დუშეთის გამგეობა 43 000 ლარად ვერტმფრენის მომსახურებას ყიდულობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 43 000 ლარად საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებას ყიდულობს. ფრენები შატილი-ბარისახოს მიმართულებით განხორციელდება.

"არხოტში წლებია გზა არ არის, მოსახლეობას მოსავალი აქვს გადმოსატანი და ვერტმფრენით გადმოიტანს. ახლა რომ შევისყიდით, ამ მომსახურების ფარგლებში ფრენები 31 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს. მომავალ წელს კიდევ შევისყიდით ამ მომსახურებას. ყოველი წლის ბიუჯეტში გვაქვს გათვალისწინებული", - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა