სოფლელი გოგონას ტრაგედია - მამამ ცხვირი გამიტეხა და ხელი მომამტვრია

სოფლელი გოგონას ტრაგედია - მამამ ცხვირი გამიტეხა და ხელი მომამტვრია

უწინ არაერთი ოჯახი შექმნილა ქალის მოტაცების შედეგად. ხშირად მამაკაცი ქალს რომ იტაცებდა, გოგონა მხოლოდ სხვების დასანახავად ყვიროდა. მომტაცებელი უყვარდა და სინამდვილეში სულაც არ იყო გათხოვების წინააღმდეგი. ძალიან ბევრჯერ ისეც მომხდარა, რომ ქალ-ვაჟს ასეთი სცენები სპეციალურად, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით დაუდგამს. თუმცა, რასაკვირველია, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ქალი მის მოსატაცებლად მოსულ პიროვნებას საერთოდ არ იცნობდა, ან უბრალოდ მასზე გათხოვება არ სურდა. მეგონა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წარსულში ხდებოდა, თუმცა მარიამმა აწმყოშიც მსგავსი სურათი აღმიწერა...

- მარიამი მქვია. 19 წლის ვარ და დღემდე ერთი ბედნიერი დღე არ მქონია. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ოჯახი დაწყევლილია. ეტყობა წარსულში წინაპრებს რაღაც დიდი ცოდვა ჩაუდენიათ. 21 წლის იყო დედაჩემი, როდესაც ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა. მამაჩემი 24 წლის გახლდათ და წარმოიდგინეთ ახალგაზრდა კაცისთვის ეს რამხელა ტრაგედია იქნებოდა. არც მას ჰქონია დალხენილი ბავშვობა. ობლობაში გაზარდა დედამისმა. ბაბუა სულ ახალგაზრდა იყო, როცა ხიდან ჩამოვარდა და იქვე დალია სული. ბებიაჩემს ორი შვილი-ქალ-ვაჟი დარჩა გასაზრდელი. თავად ბებია არ გათხოვილა და შვილებზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. მამიდაჩემს ვიღაც ბიჭი უყვარდა თურმე, ისიც იმავე გრძნობით პასუხობდა, მაგრამ მის მშობლებს ობოლი გოგო რძლად არ მოსწონდათ. ბიჭი რომ ჯარში წასულა, მის მშობლებს მამიდაჩემისთვის მოუტყუებით, ჩვენი შვილი დაქორწინდა და დაივიწყეო. ამ ამბავზე ქალს იმდენი უნერვიულია, რომ რამდენჯერმე თავის მოკვლა სცადა. სამჯერ გადაარჩინეს, მაგრამ მეოთხედ ექიმები უძლურები აღმოჩდნენ. მამიდაჩემს დიდი რაოდენობით საძილე საშუალება დაულევია და როცა ის ასეთ მდგომარეობაში იპოვეს, უკვე გვიანი იყო. ბებიაჩემს ერთი შვილი დარჩა. მამა რომ წამოზრდილა, ძალიან ბევრს შრომობდა. მას იქვე სოფელში დედის გარდა გაუთხოვარი დეიდა ჰყავდა და მასაც უვლიდა. მერე დეიდამისი ლოგინად ჩავარდა და როგორც ბებია მიყვებოდა, ძალიან ხშირად ღამეებსაც კი უთევდა. როცა მამამ ცოლი მოიყვანა, ის თავის დეიდის სახლში წაუყვანია. როგორც გითხარით, დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა. მისი გარდაცვალების შემდეგ, სრულიად შეიცვალა. მამას არ ვუყვარდი და ამის მიზეზს თანდათან მივხვდი. ის დედის სიკვდილში მე მადანაშაულებდა და ამიტომ მექცეოდა ასე სასტიკად.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს