რა საფრთხეს შეიცავს კონტაქტური ლინზები

რა საფრთხეს შეიცავს კონტაქტური ლინზები

კონტაქტურ ლინზებს, იმიჯის შეცვლის ან მხედველობის პრობლემების გადაჭრის მიზნით, უმრავი ადამიანი იყენებს.

თუ ადამიანი ცუდად ხედავს, ლინზები კარგი გამოსავალია, რადგან სათვალესთან შედარებით უფრო ფართო მხედველობის არეს მოიცავს. მეორე საკითხია, რამდენად ღირს ლინზების იმედად ყოფნა, მართლაც უსაფრთხოა ეს ოპტიკური აქსესუარი ადამიანის ჯანმრთლობისთვის თუ არა?

რა პრობლემები შეიძლება შექმნას ლინზებმა

თუ მისი მოხმარების წესებს ზედმიწევნით არ იცავთ, ყოველთვის არის რისკი, რომ მისი საშუალებით თვალში საშიში მიკროორგანიზმები შეაღწევს. ასეთი დასნებოვნება თვალის წყლულს იწვევს, რაც შეიძლება მხედველობის დაკარვითაც დასრულდეს.

მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვას ითხოვენ. ლინზების ჩასმის და მოხსნის წინ აუცილებლად დაიბანეთ ხელები. ყურადღებით ადევნეთ თვალი ლინზების შესანახი სითხის სისუფთავეს. როგორც კი შენახვის ვადა გაუვა, ლინზა უნდა გადააგდოთ.

ოფთალმოლოგები გირჩვენ, არ შეიძინოთ ლინზები შემთხვევით ადგილებში. არასაიმედო ადგილებში შეძენილი პროდუქცია შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ექიმმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოს, როგორ არის ლინზა თვალის ზედაპირს მორგებული. ლინზები, კონტაქტური იქნება თუ კოსმეტიკური, ყველა შემთხვევაში ექიმის რჩევით უნდა შეიძინოთ.

მომზადებულია med.news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს