ავსტრალიელები ახალი სატელევიზიო რეალითი-შოუს აქტიურად განიხილავენ. პროექტ Dating Naked-ის მონაწილეები ტელეკამერების თანდასწრებით ბოლომდე შიშვლდებიან და ასე დედიშობილა ეცნობიან ერთმანეთს.

ავტორთა იდეით, ასეთი ურთიერთობა მონაწილეებს შორის გულწრფელობას უწყობს ხელს. "როცა ორივე პარტნიორი შიშველია, თვალთმაქცობა შეუძლებელია", - ასეთია ავტორთა არგუმენტი.

ჯერჯერობით ეთერში მხოლოდ 2 გადაცემა გავიდა. მაყურებლებმა უკვე იხილეს, რა გამოცდას გადიან მონაწილეები: კვადროციკლებით დადიან, წყლის თხილამურებზე დგანან და ამ ყველაფერს დედოშობილა აკეთებენ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo