ქუთაისში, ახალშობილი სადარბაზოში იპოვეს

ქუთაისში, ახალშობილი სადარბაზოში იპოვეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ადგილობრივებმა მცხვორებლებმა ახალშობილი სადარბაზოში იპოვეს. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, ბავშვი პარკში გახვეული საკუთარი ბინის კართან იპოვა და ის ცოცხალი იყო."მეზობელმა კარებზე დამიკაკუნა და რომ გავიხედე, კარებთან ცელოფანში გახვეული რაღაც იდო. თავიდან ლეკვი მეგონა, მაგრამ რომ გავხსენი ახალშობილი იყო ცოცხალი. დავურეკე პატრულს და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებს ჟურნალისტებთან მანანა იობიძე. ექიმების ინფორმაციით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა