პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო მუსლიმების მიმართ არსებულ პოლიტიკას გმობს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო მუსლიმების მიმართ არსებულ პოლიტიკას გმობს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო საქართველოში მუსლიმების მიმართ არსებულ პოლიტიკას გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს,  კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

"პანკისის უხუცესები და მართლმორწმუნე მუსლიმები, ე.წ. ტრადიციული ისლამის მიმდევრები ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე რელიგიურ მიკროკონფლიქტებს და შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს კონსტიტუციით მორწმუნეთათვის მინიჭებული სინდისის უფლების ხელყოფაზე. ნიგვზიანის, სამთაწყაროს, წინწყაროს, ჭელასა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მიმდინარე მოვლენები ჩრდილს აყენებს ქართველი ხალხის ტოლერანტობას. საქართველოში არასოდეს ყოფილა რელიგიური ნიშნით დაპირისპირება, სხვადასხვა ეთნოსის აღმსარებლობის ხალხების მშვიდობიანი თანაარსებობა არ დარღვეულა მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობის გამოხატვისთვის", - ნათქვამია პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს განცხადებით, სოფლებში მოძმე მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირებების ფონზე უაღრესად საშიშია.

"ჩვენ კარგად გვესმის მოძმე ქართველი მუსლიმების აღშფოთება, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ხელს უშლიან სალოცავი ღვთის სახლები-მეჩეთების აღდგენა-მშენებლობას. მიგვაჩნია, რომ მკრეხელობაა ღვთის სახლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლა, რომელ რელიგიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს მორწმუნე. ღმერთი ერთია სამყაროში და მისი ყველა სალოცავი სახლი, სინაგოგა, ეკლესია თუ მეჩეთი. მიგვაჩნია, რომ მოხეში მაცხოვრებელთა მოთხოვნები სამართლიანია და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ მორწმუნეებმა პატივი უნდა სცენ კანონს, უპირველეს ყოვლისა კი ხელისუფლებამ უნდა დაიცვას თავის მიერ დაწესებული კანონები", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა