"მას ხომ ჭიკაიძე და ღარიბაშვილი პატრონობენ" - მოკლული ლაშა მახარაძის დედა გირაოთი გათავისუფლებულ ბრალდებულზე

"მას ხომ ჭიკაიძე და ღარიბაშვილი პატრონობენ" - მოკლული ლაშა მახარაძის დედა გირაოთი გათავისუფლებულ ბრალდებულზე

"ფულიანი მამიკოს ბიჭია, გამოუშვეს, რა თქმა უნდა. მას ხომ ჭიკაიძე, ღარიბაშვილი და ძმანნი მათნი პატრონობენ. არ ვიცი ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ალბათ ხვალ ოქროპირიძესაც გამოუშვებენ. ეს საშინელებაა", - ასე ეხმაურება მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ვლადიმერ ბერძენიშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ვლადიმერ ბერძენიშვილმა გირაოს სახით 15 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბერძენიშვილს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძიების ინფორმაციით, ბერძენიშვილი 2 სექტემბერს მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძესთან ერთად ლაშა მახარაძის მკვლელობის ადგილას იმყოფებოდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს