"ნუ დამაბრუნებთ უკან" - დიცთან დაკავებული რუსი ახალგაზრდა თავშესაფარს ითხოვს

"ნუ დამაბრუნებთ უკან" - დიცთან დაკავებული რუსი ახალგაზრდა თავშესაფარს ითხოვს

"თუნდაც პატიმრობაში დამტოვეთ, ოღონდ, ნუ დამაბრუნებთ უკან" - ეს სიტყვები 1985 წელს კემეროვის ოლქში (ციმბირი) დაბადებულ ევგენი მელის ეკუთვნის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს.

ევგენი მელი გორის რაიონის სოფელ დიცთან, ადმინისტრაციულ საზღვართან, ქართველმა სამართალდამცავებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2014 წლის 16 აგვისტოს დააკავეს.

"როდესაც პირველად ვცადე საგუშაგოების მხრიდან გამოსვლა, არ გამომიშვეს. უკან დამაბრუნეს. ჩავიმალე ბაღებში, შემდეგ ბაღების გზას გავუყევი და ამ გზით გადმოვედი აქეთ. ამის შემდეგ დამაკავეს. ეს მოხდა დღისით", - ამბობს ევგენი მელი.

რუსეთის მოქალაქეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა