ჩვენი დროის უცნობი გმირები

ჩვენი დროის უცნობი გმირები

მარტოხელა მეამბოხე

25 წლის წინათ, პეკინში გადაღებულმა სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა. კადრში ნაჩვენებია მარტოხელა მამაკაცი, რომელმაც 1989 წელს პეკინში მიმდინარე სახალხო არეულობების დროს ტანკების კოლონა შეაჩერა. "მარტოხელა მეამბოხის" სურათი მას შემდეგ გადაიღეს, რაც 1989 წლის 4 ივნისს ჩინურმა არმიამ პროტესტის მონაწილე უამრავი ახალგაზრდა ჩაცხრილა. ოფიციალურად, იმ დროს 241 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის ჯარისკაცებიც), სხეულის დაზიანებები 7 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ალტერნატიული მონაცემების მიხედვით, სისხლიან დღეს 2-3 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ვინ იყო ის ჩინელი მამაკაცი, რომელიც ტანკების კოლონას წინ აღუდგა დღემდე უცნობია. ჟურნალმა " Time"-მა იგი მეოცე საუკუნის "ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების" სიაში შეიყვანა. მასზე უამრავი ხმები დადიოდა. ზოგიერთების თქმით, იგი სტუდენტი იყო, რომელიც შემდგომში დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. სხვები ამბობდნენ, რომ მან გაქცევა მოახერხა და ტაივანს შეაფარა თავი. თუმცა, სიმართლე ამ დრომდე უცნობია.

ადამიანი, რომელიც ჰიტლერს არ მიესალმა

ეს სურათი 1936 წელს არის გადაღებული, როდესაც ქალაქ ჰამბურგის მოქალაქეები სამხედრო გემის ზღვაში ჩაშვების ცერემონიას ესწრებოდნენ. სურათზე ჩვენ ვხედავთ მოზეიმე ადამიანებს, რომლებიც ფიურერს ესალმებიან. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. თუმცა, კარგად თუ დავაკვირდებით, დავინახავთ ერთ მამაკაცს, სახელად ავგუსტ ლენდმესერს გადაჯვარედინებული ხელებით, რომელმაც უარი თქვა ფაშისტურ მისალმებაზე. იმ დროისთვის მმართველი პარტიისთვის საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა საკმაოდ თამამ ქცევად მიიჩნეოდა. მამაკაცის სახელი ცნობილი მხოლოდ 1991 წელს გახდა, როდესაც მისმა ნათესავებმა ისტორიული ფოტო ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში აღმოაჩინეს. როგორც მისმა ქალიშვილმა შემდეგ ჟურნალისტებს უამბო, მამამისს საკმაოდ ბევრი მიზეზი ჰქონდა, რათა ჰიტლერის მთავრობა შესძულებოდა. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტი ნაცისტურ პარტიას მიეკუთვნებოდა, მან ებრაელ ქალზე, ირმა ეკლერზე იქორწინა, რომელმაც მას 2 შვილი გაუჩინა. ამ ფაქტის გამო, ავგუსტი ციხეში, როგორც "საკუთარი რასის გამყიდველი" ჩასვეს. 1941 წელს ავგუსტ ლანდმესერი ციხიდან გამოუშვეს და ფრონტზე გაუშვეს. მოგვიანებით, იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნეს და დაღუპულად მიიჩნიეს. ისტორიკოსების ვარაუდით, მისი მეუღლე ჯერ ჰამბურგის ციხეში ჩასვეს, ხოლო 1942 წელს, მან სიცოცხლე გაზის კამერაში დაასრულა. ავგუსტის ორივე შვილი სხვადასხვა ბავშვთა სახლებში გადაანაწილეს. 1996 წელს მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ირენმა, დაწერა წიგნი, თუ როგორ გაანადგურა ჰიტლერის რეჟიმმა მისი ოჯახი.

ერინ ბროკოვიჩი - კონკია, რომელმაც გამოწვევა გაუგზავნა სისტემას და დაამარცხა

ერინ ბრიკოვიჩის სახელი ცნობილი, სტივენ სოდერბერგის ფილმის მეშვეობით გახდა, რომელიც მთავარი გმირი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა განასახიერა და "ოსკარიც" დაიმსახურა. რეალური ერინი სამი შვილის დედაა, რომელიც საადვოკატო კანტორაში კლერკად მოეწყო. 1993 წელს მან ხელი შეუწყო საქმის აღძვრას, კალიფორნიული კომპანია Pacific Gas და Electric Company-ის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია იძულებული გახდა 333 მილიონი დოლარი გადაეხადა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კორპორაციის მიერ დაბინძურებული წყლით ზიანი მიადგათ. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ერინ ბროკოვიჩმა საქვეყნო პოპულარობა მოიპოვა. მას ტელეარხ ABC და Zone Reality-ზე მიჰყავდა გადაცემები. ამჟამად იგი კომპანია Brockovich Research & Consulting-ის პრეზიდენტია.

კრისტოფ მეილი - დევნილი გმირი

კრისტოფ მეილი ციურიხის Union Bank-ში ღამის გუშაგად მუშაობდა, როდესაც 1997 წელს ღამის შემოვლის დროს, უცნაურ საბუთებს გადააწყდა, რომელიც გადასაგდებად იყო გამზადებული. მათი გადაკითხვის შემდეგ, კრისტოფი მიხვდა, რომ Union Bank გამიზნულად ათეთრებდა ფულს და უმალავდა ნათესავებს იმ ებრაელების საბანკო ანგარიშებს, რომლებიც ჰოლოკოსტის დროს დაიღუპნენ. მეილიმ საბუთები სამართალდამცავებს გადასცა, რომლებმაც საქმე ბანკის მიერ საიდუმლოს დაცვის დარღვევით გახსნეს. მამაკაცი სამსახურიდან დაითხოვეს და პატიმრობა მიუსაჯეს. რის გამოც, იგი იძულებული გახდა თავი აშშ-თვის შეეფარებინა, სადაც მისი ოჯახი 12 წლის განმავლობაში სიღარიბეში ცხოვრობდა. კრისტოფ მეილი ამჟამადაც რჩება პერსონა ნონ-გრატად შვეიცარიული პრესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ Union Bank-ის საქმე უკვე წარსულს ჩაბარდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს