13 წლის ლუისი ნელი და გააზრებული ნაბიჯებით კვეთს ბილიკს. დილით ადრე ადგა, თვალები საოცრად უბრწყინავს. მამის გვერდით მიაბიჯებს. ახალზელანდიელი ლუის კორბეტი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბიჭია, ბევრი თანატოლისგან განსხვავდება.
ლუისს მძიმე დაავადება აქვს: მისი მხედველობა მხოლოდ 50%-ია, რამდენიმე თვეში კი საერთოდ დაბრმავდება. ამიტომ მშობლები ახლა უჩვენებენ მთელ სამყაროს, რასაც შეძლებენ და მოასწრებენ. ლუისმა უკვე იმოგზაურა რომში, ბოსტონში, გრანდ-კანიონზე. ვერტმფრენით გადაუფრინა ნიაგარის ჩანჩქერს. "ძალიან გვინდა, მისი სამყარო დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და სურათებით შევავსოთ, როგორც შევძლებთ", - ამბობს ლუისის დედა კატერინა კორბეტი.
ლუისს პიგმენტური რეტინიტი აქვს – თვალის დაავადება, რომელიც სხვადასხვა გენეტიკური დეფექტით არის გამოწვეული და თვალის ბადურის კვდომას იწვევს...
თუმცა ახლა თვალუწვდენელ მთებსა და კლდეებს შეჰყურებს და მშვენიერი ლანდშაფტებით ტკბება. მის გვერდით უსინათლო პროფესიონალი მთამსვლელი ენდი ჰოლცერია.
გაგრძელება