რომის პაპის თქმით, დიდი აფეთქების თეორია სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში ღმერთთან

რომის პაპის თქმით, დიდი აფეთქების თეორია სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში ღმერთთან

ვატიკანის მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრობის დროს, რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ დიდი აფეთქების თეორია სულაც არ მოდის წინააღმდეგობაში სამყაროს შექმნის ქრისტიანულ მოდელთან. პირიქით, ეს თეორია მოითხოვს შემოქმედის არსებობას. "სამყაროს წარმოშობა არ არის ქაოსის შედეგი, იგი წარმოშვა იგივე ძალამ, რომელმაც სიყვარული შექმნა".

რომის პაპმა გააკრიტიკა, "დაბადების" (ძველი აღქმა) მითის ინტერპრეტაცია, რომელიც ამბობს, რომ ღმერთი ერთგვარი "ჯადოქარი" იყო, რომელმაც სამყარო ერთი ხელის მოქნევით შექმნა. ფრანცისკის თქმით, ღმერთმა შექმნა ქმნილებები, რომლებიც ერთმანეთთან უფლის მიერ მინიჭებული კანონზომიერებების შესაბამისად ურთიერთქმედებდნენ. სწორედ ამიტომ, შექმნის პროცესი საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში გაგრძელდა, ვიდრე სიცოცხლემ ჩვენთვის ნაცნობ სტადიას მიაღწია.

მომზადებულია www.firstpost.com -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს