შიშველმა ქალმა ახალშობილთან ერთად, "ავი სულებისგან" დასაცავად თავი ეკლესიას შეაფარა

შიშველმა ქალმა ახალშობილთან ერთად, "ავი სულებისგან" დასაცავად თავი ეკლესიას შეაფარა

26 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ნიჟნევარტოვსკში უჩვეულო შემთხვევა მოხდა. ქალაქის ერთ-ერთ ეკლესიაში დედიშობილა ქალი მივიდა, რომელსაც ხელში ასევე შიშველი ახალშობილი ეკავა. ტანისამოსიდან მას მხოლოდ თავსაბურავი ჰქონდა მოსხმული. ქალმა ეკლესიამდე მისასვლელი მთელი გზა შიშველმა გაიარა. შეგახსენებთ, რომ ნიჟნევარტოვსკში ამჟამად -12 გრადუსია და თოვლი დევს.

ეკლესიაში მისვლისას ქალმა განაცხადა, რომ "ავი სულებისგან" გამოიქცა, რომლებიც მას დასდევდნენ. პოლიციაში განაცხადეს, რომ ქალთან პრეტენზიები არ აქვთ, რადგან მას დღემდე არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია. რაც შეეხება ბავშვს, ექიმების თქმით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც სამართალდამცავებმა განაცხადეს, ქალს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს