პატრულის თანამშრომელი დაკავებულ ქალებს ტელეფონიდან შიშველ ფოტოებს პარავდა

პატრულის თანამშრომელი დაკავებულ ქალებს ტელეფონიდან შიშველ ფოტოებს პარავდა

კალიფორნიის საგზაო პატრულის ოფიცერმა აღიარა, რომ დაკავებულ ქალებს მობილურიდან შიშველ ფოტოებს პარავდა და თანამშრომლებს უგზავნიდა. 35 წლის შონ ჰარინგტონმა აღიარა, რომ ექვსი დაკავებული ქალის ტელეფონებიდან მათი პიკანტური ფოტოები პოლიციის სხვა თანამშრომლებს გადაუგზავნა. ჰარინგტონის თქმით, ეს თამაშია, რომელშიც ყველა ოფიცერი იღებს მონაწილეობას.

გამომძიებლები ჰარინგტონით მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც ერთ-ერთმა დაკავებულმა ქალმა საჩივარი შეიტანა მისი საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებით. ჰარინგტონმა აღიარა დანაშული და ისიც დასძინა, რომ ამას პირველად არ აკეთებდა. დაზარალებული ქალის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ეს პირადი საკუთრების ქურდობის სისხლის სამართლებრივ ჭრილში უნდა გატარდეს.

”ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული ვარ ამ ფაქტის გამო, ჩვენ უმაღლესი ხარისხის მორალურ ხასიათს და მოქალაქეებისადმი დამოკიდებულებას ვითხოვთ ოფიცრებისგან. საგზაო პატრული ის ადგილი არაა, სადაც მსგავსი უხამსი საქციელი შეიძლება მოხდეს” - განაცხადა კომისარმა ჯო ფეროუმ.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს