ვისი სადღეგრძელოს გამო იჩხუბა პოლიციელმა სუფრაზე - "ამას მოჰყვა ჩხუბი და დანა დამარტყა"

ვისი სადღეგრძელოს გამო იჩხუბა პოლიციელმა სუფრაზე - "ამას მოჰყვა ჩხუბი და დანა დამარტყა"

გორის რაიონის სოფელ ბოშურში მცხოვრებ ლერი ყველაშვილს პოლიციელის, დავით მესხიძის სხეულის დაზიანების ფაქტზე პატიმრობა 2014 წლის 30 აგვისტოს შეუფარდეს. პარალელურად, გამოძიება თვით ლერი ყველაშვილის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე პოლიციელის მიმართაც მიმდინარეობს.

"ჩვენთან სოფელში სტუმრად იყვნენ ამოსულები მარიამობის დღესასწაულზე. სუფრაზე იმყოფებოდა ჩემთვის უცხო პიროვნება, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა ვინმე ჭრიკაშვილის სადღეგრძელოს დალევა. მე არ ვიცოდი, თუ ვინ იყო ჭრიკაშვილი და ვთქვი, რაზე უნდა დავლიო-მეთქი. ამ პიროვნებამ, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ პოლიციელი იყო, აგრესიულად დამიწყო ლაპარაკი - მსოფლიო ჩემპიონის სადღეგრძელო როგორ არ უნდა დალიოო და საერთოდ, რატომ არ იცნობო. ამ პოლიციელმა კამათის დროს მუშტებით ცემა დამიწყო სახეზე და მოგვივიდა ჩხუბი. შემდეგ წამოვედი და გზაზე გააგრძელა ჩემი გინება და ლანძღვა. უკან მომდევდა. დამეწია და ისევ დავიწყეთ ჩხუბი. ამ ცემის დროს ამოვარტყი რკინის საგანი", - აღნიშნულია ლერი ყველაშვილის ჩვენებაში.

პოლიციის მუშაკი დავით მესხიძე ჩვენებებში უთითებს, რომ ლერი ყველაშვილს სუფრაზე ჩხუბი მისი ცოლის ძმასთან მოუვიდა და ის, მხოლოდ, გამშველებლის როლში იყო.

"დღეობას ავედი ჩემი მეუღლის ნათესავების ოჯახში. არც ფორმა მეცვა და არც იარაღი მქონდა. ცოლის ძმამ მითხრა, რომ გვერდით სოფელში, ბოშურში გადავიდეთ, დღეობააო. სუფრაზე კამათი ჭრიკაშვილის სადღეგრძელოს ირგვლივ მოხდა. შემდეგ წამოსვლას ვაპირებდით და გარეთ გავედით, თუმცა ლერი ყველაშვილი კვლავ აგრძელებდა ჩხუბს. მე გადავედი მანქანიდან და აგრესიული საუბრის შეწყვეტა მოვთხოვე. მან იცოდა, რომ პოლიციელი ვიყავი, თავი დაანება ჩემს მოყვარეს და მე დამიწყო გინება. ამას მოჰყვა ჩხუბი, რა დროსაც დანა დამარტყა", - ასეთია პოლიციელის ჩვენების მოკლე შინაარსი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა