მილიონერების კუთვნილი იახტები

 მილიონერების კუთვნილი იახტები

დასახელება: Dilbar

სიგრძე: 110 მეტრი

ღირებულება: 200 მილიონი ევრო

მფლობელი: ალიშერ უსმანოვი (17,6 მილიარდი)

ალიშერ უსმანოვმა იახტას სახელი დედამისის პატივსაცემად დაარქვა. მისი ინტერიერის დიზაინი, ტიმ ჰეივუდმა, ხოლო ექსტერიერის დიზაინი ალბერტი პინტომ შეიმუშავა. იახტის ტექნიკური მახასიათებლები გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ იგი ეკოლოგიურია და პრაქტიკულად არ აბინძურებს გარემოს. იახტა ეკიპაჟის 47 წევრსა და 21 სტუმარზეა გათვლილი. მასზე განლაგებულია აუზი, ვერტმფრენის დასაშვები ბილიკი, სპორტული დარბაზი, ასევე ლუქს-კაბინები და ტექნიკის ყველა უახლესი მოწყობილობა.

დასახელება: "A"

სიგრძე: 119 მეტრი

ღირებულება: $300 მილიონი

მფლობელი: ანდრეი მელნიჩენკო

იახტა ლაკონური სახელით ”ა”, ალბათ ყველაზე ავანგარდული დიზაინის მქონე იახტაა. გარეგნულად იგი უფრო მეტად წყალქვეშა ნავს მოგვაგონებს, ვიდრე იახტას. საზღვაო ტრასპორტი 14 სტუმარსა და 42 ეკიპაჟის წევრზეა გათვლილი. მასზე განლაგებულია ვერტმფრენის მოედანი, გემი-ამფიბია, ასევე საავტომობილო გარაჟი და სამი აუზი. ცნობილია, რომ ინტერიერის ზოგიერთი დეტალი ვერცხლისგანაა დამზადებული. მთავარი კაიუტა, რომელშიც გემის კაპიტანი მოგზაურობს, 240 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ძვირადღირებული იახტის ფანჯრები 44 მილიმეტრიანი შუშითაა დაფარული, რომელიც ნაღმის აფეთქებასაც უძლებს. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს