როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული ბაღები

როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული ბაღები

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 აგვისტოს დასრულდა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტიც შედგა. ინსპექტირების ჯგუფმა დააზუსტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ჩაბარებულია და პრეტენზიები არ არსებობს. თუმცა აღნიშნულ ბაღებში რეალობა სულ სხვაა.

ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩაბარებული იანეულის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი დეტალი კედელში სახელდახელოდ გაკეთებულ ქვასაც გულისხმობს, რომლის დანიშნულებაც ბაღის აღმზრდელების განმარტებით, თაგვისგან თავდაცვაა. ბაღებში დაგებულ ლამინატზე გავლა თითქმის შეუძლებელია და კარგი მდგომარეობა არც ახლადგარემონტებულ საპირფარეშოებშია.

ხელშეკრულების ფარგლებში სოფელ სამებისა და ამაღლების ბაღებიც გარემონტდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ სოფლებში ბაღები არ არსებობს.

რა დაინტერესება აქვს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ინსპექტირების ჯგუფს, როცა უხარისხო ობიექტებს "ხარისხიანად" მიიჩნევს და შესაბამის აქტსაც აფორმებს - ამ კითხვებზე პასუხები ჯერჯერობით არ არსებობს.

იხილეთ ვრცლად "გურია ნიუსის" საგამოძიებო ფილმი

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა