"ეს ის ქვეყანაა, სადაც თენგიზ კიტოვანს მხატვარს ეძახიან და ამალიას თაღლითს!" - ნანუკა ამალიას სკანდალს ეხმაურება

"ეს ის ქვეყანაა, სადაც თენგიზ კიტოვანს მხატვარს ეძახიან და ამალიას თაღლითს!" - ნანუკა ამალიას სკანდალს ეხმაურება

ბოლო 2 დღეა, არაფერი ადარდებთ სოციალურ ქსელებში იმაზე მეტად, იყო თუ არა ამალია ჯიბლაძის მიერ შესრულებული სიმღერა პლუს ფონოგრამით და რეალურად, ვინ არის და რას საქმიანობდა "ნიჭიერის" პირველი გადაცემის ტრიუმფატორი "რუსთავი 2"-ზე გამოჩენაზე.

აჟიოტაჟს ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელიც "ნიჭიერის" ჟიურის წევრია.

"აქ რა ამბები ყოფილა ამალიაზე:) ერთს ისეთი გამოძიება ჩაუტარებია მეგონა ბრალს უყენებდნენ ქალს. მტკიცებულებად კი ამოიღებდნენ ჩანთას, რომელმაც განსაკუთრებულად მიიქცია ყურადღება. როდესაც მაიამ გადაცემა პროფილში მკითხა ქალებზე ეს აგრესია რისი ბრალიაო ვუპასუხე ჩვენი ყველასითქო და აი ამას ვგულისხმობდი. აი რაც ახლა ფბზე ხდება. ეს ის ქვეყანაა სადაც თენგიზ კიტოვანს მხატვარს ეძახიან და ამალიას თაღლითს! ეს ის ქვეყანაა სადაც თუ ცოტათი მაინც გამოგარჩევს ბედისწერა ჩაგქოლავენ. მოკლედ, გადავიდეთ მთავარზე. ამალიას ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი იქვე:)

ბუნებრივია მთელი ეს კითხვა პასუხი ვერ ჩაჯდებოდა გადაცემაში, მაგრამ ქალმა გარკვევით თქვა: ვმღეროდი რუსეთშიო. ასევე თქვა რომ ჩამოვედი რაღაც მიზეზის გამოო და მივხვდით რომ ეს მის ძალიან პირადს ეხებოდა. ამალია ახალგაზრდობაში სად რას აკეთებდა არ ვიცი, მაგრამ დღეს ნამდვილად აბარებს ბაბთებს ბაზრობაზე. ასეა ცხოვრება. ხან გაქვს, ხან არა და მისი ფოტოები წარსულიდან არ ნიშნავს რომ დღეს საარსებო მინიმუმისთვის არ წვალობს. მოკლედ, ამალია თავის ცხოვრებას მოგიყვებათ ნანუკას შოუში, 12 ნოემბერს, ოთხშაბათს და მერე არ შეგრცხვეთ იცოდეთ:) რომ მოისმენთ რა გზა აქვს გავლილი. რა იცოდა ამალიამ რომ მთავარი წინ ელოდა. ბოროტი ქართველების აპლოდიდმენტები!", - წერს ჟორჟოლიანი.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს