თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში უჩვეულო საჩუქრის ისტორიას ყვება.
""ტუფლი" ჩვენი არსობისა ...
ჩამოვიდა ჩემი პრინცი და შოკოლადის ფეხსაცმელი ჩამომიტანა, პირი ჩაიტკბარუნეო.
ეს ის შემთხვევა არ გეგონოთ, სააკაშვილმა ჰალსტუხი რომ გააღლაჭუნა და მერე ყველა რომ ჰალსტუხს ჩუქნიდა, სხვა ამბავია აქ, სხვა...
ისევ მის კონკიად დარჩენა შემომთავაზა. კი ვარ დაღლილი ამდენი ბრინჯის და გრეჩიხის რჩევით, მაგრამ გაწაფულიც ვარ ამასობაში, უკვე მეიოლება.
ხოდა, რა ვიცი.. დავთანხმდი", - წერს ფანჯიკიძე.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა. ის ბერლინიდან გამთენიისას დაბრუნდა.
