თოვლის ბაბუა გარდაიცვალა

თოვლის ბაბუა გარდაიცვალა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბერჯეს ჰილში, რომელიც სასექსის საგრაფოში მდებარეობს, გარდაიცვალა ჯონ მური, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თოვლის ბაბუა, რომელმაც კომპანია ”კოკა-კოლას” უამრავ საშობაო რგოლში მიიღო მონაწილეობა. მური 86 წლის ასაკში, ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია "თოვლის ბაბუა" სინამდვილეში არ იყო პროფესიონალი მსახიობი. გადაღებებისგან თავისუფალ დროს იგი ტაქსისტად და ბარმენად მუშაობდა. შობის დღეებში კი თავის ცნობილ წითელ კოსტუმს იცვამდა და საქველმოქმედო ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მურის მეუღლე 10 წლის წინ გარდაიცვალა, შვილები მათ არ ჰყავდათ.

"ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ჯონმა შეძლო ”კოკა-კოლას” კლასიკური სანტა-კლაუსისთვის სიცოცხლის ჩაბერვა", - განაცხადა ”კოკა-კოლას” წარმომადგენელმა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს