ქუთაისელი ექსტრემალების აღმოჩენა - უცნობი მღვიმე რაჭაში

ქუთაისელი ექსტრემალების აღმოჩენა - უცნობი მღვიმე რაჭაში

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა "თეთნულდმა", რომელიც რაჭაში მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა, ახალი მღვიმე აღმოაჩინა.

კლუბის წევრები მღვიმის ზუსტ მდებარეობას ამ დროისათვის ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი მღვიმე მასშტაბურია და მის მახასიათებლებზე მღვიმის შესწავლის შემთხვევაში, უფრო მეტი გახდება ცნობილი.

"ერთ-ერთ მღვიმეში, რომელიც მცირე ზომის ეგონათ, მივაგენით გასასვლელს, რომელიც უკავშირდებოდა მეორე, უფრო დიდი მასშტაბის მღვიმეს. მღვიმის ზუსტი სიგრძე ამ დროისათვის არ გაგვიზომავს, მაგრამ დაახლოებით ოთხსაათნახევარი დასჭირდა მის დათვალიერებას და უკან დაბრუნებას. ანუ საკმაოდ მასშტაბურია. შეგვიძლია, რომ სათაფლიის მღვიმეს შევადაროთ.

მღვიმეში ასევე აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ნაღვენთი წარმონაქმნები, რომელთა იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს", - ამბობს მთამსვლელი გიორგი ენუქიძე.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა