ტაბიძის ქუჩაზე 2-მეტრიან ორმოში ავტომანქანა ჩავარდა და ჩაიძირა

ტაბიძის ქუჩაზე 2-მეტრიან ორმოში ავტომანქანა ჩავარდა და ჩაიძირა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე თხრილში ავტომანქანა ჩავარდა. 2 მეტრის სიღრმის ორმო საგზაო სამუშაოების შემდეგ წარმოიქმნა. გზაზე არ იყო შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი, რის გამოც მძღოლმა საშიშროება ვერ შენიშნა.

შემთხვევის შედეგად, მძღოლი არ დაშავებულა, თუმცა, ავტომობილი წყალში ჩაიძირა. შესაბამისი ტექნიკის არარსებობის გამო, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის წყლიდან ამოყვანა ვერ მოახერხეს, მოგვიანებით ავტომობილის მესაკუთრემ ადგილზე მძიმე ტექნიკა თავად მიიყვანა.

აღნიშულ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა