ბორდელი, სადაც უცხოპლანეტელი ქალები მუშაობენ

ბორდელი, სადაც უცხოპლანეტელი ქალები მუშაობენ

ნევადაში, სადაც ამერიკის საჯარისო ბაზა მდებარეობს და სადაც სავარაუდოდ, უცხოპლანეტელების ყველაზე დიდი აქტივობაა დაფიქსირებული, ახალი ბიზნესი გაიხსნა. გალაქტიკური ბორდელი ყველა სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულის (და არა მხოლოდ მათი) ოცნების ადგილია. ოთახები გაფორმებულია ცნობილი ფანტასტიკური ფილმების და სერიალების დეკორაციებით.

კონკრეტული ფასის გადახდის შემთხვევაში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ღამე გაატაროს ოქროსფერ ბიკინში გამოწყობილ პრინცესა ლეასთან. ბორდელი კლიენტებს სთავაზობს თემატურ კოსტუმებს, მაგალითად კლიენტს შეეძლება დართ ვეიდერის ფორმა ჩაიცვას და თუ ლეა არ მოწონს, სექს მუშაკს სთორმტრუპერის ფორმაში გამოწყობა მოსთხოვოს.

ტერიტორიაზე, რომელიც ისედაც წააგავს პლანეტა ტატუინს ”ვარსკვლავური ომებიდან”, მალე კლიენტების მოზღვავებას წინასწარმეტყველებს ბიზნესმენი და იდეის ავტორი დენის ჰოფი. უახლოეს მომავალში, ის კაპიტან კირკის ოთახის შექმნასაც გეგმავს, რომელიც ხომალდ ”ენტერპრაიზის” მიხედვით იქნება კონსტრუირებული, სატელევიზიო შოუდან ”სტარ ტრეკი”.

ბორდელში აგრეთვე არიან სექსუალური, ლურჯი უცხოპლანეტელი ქალები ფილმიდან ”ავატარი”. ჰოფი აცხადებს, რომ კიდევ მრავალი რასა და ადგილი დაემატება ცნობილი ფანტასტიკური ფილმებიდან.

მომზადებულია abcnews.go.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს